|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინის ლექტორი
|
| მომწოდებელი:
10X
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
|
"10X" გრაფიკული დიზაინის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას ლექტორის პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია მოტივირებული პროფესიონალებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით წვლილი შეიტანონ მომავალი დიზაინერების განვითარებაში. პოზიცია მოითხოვს როგორც გრაფიკული დიზაინის თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას ინდუსტრიაში.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 115ბ (შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ჰიბრიდული ფორმატით მუშაობა);
** სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე
ძირითადი მოვალეობები:
** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;
** სტუდენტებისთვის სასწავლო მასალების შემუშავება და განახლება;
** ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების დაგეგმვა, კონტროლი და შეფასება;
** კურსის განმავლობაში სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და კარიერული მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა.
მოთხოვნები:
** სასურველია სწავლების ან მენტორობის გამოცდილება
** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** პროფესიული ცოდნა თანამედროვე დიზაინის ინსტრუმენტებში (Adobe Photoshop, Illustrator, Figma ან სხვა შესაბამისი პროგრამები);
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები.
პიროვნული მახასიათებლები:
** ლიდერული უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება.
შერჩევის ეტაპები და ვადები:
** დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: Admissions@10x.edu.ge 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
** გასაუბრების შედეგების შეჯამება, კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
** რეზიუმე (CV);
** ნამუშევრების პორტფოლიო;
** სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).
შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|