Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=677266&print=yes&view=jobs
 
ხელოსანი - ტექნიკის გამცემი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოსანი - ტექნიკის გამცემი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"GMC Motors" — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი მოწინავე იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol-ის, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით. GMC Motors აღიარებულია როგორც საერთაშორისო ისე ლოკალურ ბაზარზე უამრავი ბიზნეს-რეიტინგებითა და დაჯილდოებებით.

პოზიციის მიზანი

ხელოსანი - ტექნიკის გამცემი პასუხისმგებელია გაყიდული ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომზადებაზე, შემოწმებაზე და საბოლოო ჩაბარებაზე მომხმარებელთან.

მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს, რომ თითოეული მანქანა გაიცეს სრულად გამართულ, მოწესრიგებულ და უსაფრთხო მდგომარეობაში, რაც ქმნის GMC Motors-ის მაღალ სანდოობას და კლიენტის კმაყოფილებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული ტრაქტორისა და სხვა ტექნიკის ტექნიკური შემოწმება;
** ზეთის, ფილტრების და საჭირო სხვა სერვისული ნაწილების შეცვლა;
** ახალი ტრაქტორის აწყობა, ნაწილების შერწყმა და დაკომპლექტება გაყიდვამდე;
** ვიზუალური და ფუნქციური დათვალიერება ტექნიკის ჩაბარებამდე;
** ტექნიკის დამუშავება, გაწმენდა და მომზადება კლიენტთან გადაცემამდე;
** გამოვლენილი მცირე დაზიანებების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში სერვისის უფროსთან კომუნიკაცია;
** ტექნიკის დოკუმენტაციის შემოწმება და გადაცემა გაყიდვების გუნდთან კოორდინაციით;
** ყველა შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა ბაზაში (მოტოსაათი, თარიღი, პასუხისმგებელი პირი);
** სამსახურებრივი ხელსაწყოების და სამუშაო ადგილის მოწესრიგება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკის ან ტრაქტორების სერვისში/მომზადებაში;
** ტექნიკური ან პროფესიული განათლება;
** სასურველია გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ან სამშენებლო ტექნიკის სფეროში;
** ტრაქტორის ნაწილების ცოდნა და მათი აწყობის უნარი;
** კატალოგებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრობლემის ანალიზისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმება წამყვან საერთაშორისო ბრენდთან - GMC Motors;
** ბონუსური სისტემა შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა სერვისის მიმართულებით;
** ტრენინგები და ტექნიკური სწავლებები საქართველოში და უცხოეთში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა კორპორატიული ბენეფიტები;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო და განვითარებად გარემოში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gmc.selfrecruit.ge/8fc794ae-945c-43d1-a654-1e944af2e561
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია