|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
GMC Motors
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
"GMC Motors" — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი მოწინავე იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი.
კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol-ის, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით.
"GMC Motors" აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე მრავალი ბიზნეს-რეიტინგითა და ჯილდოთი.
პოზიციის მიზანი
მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფს სალარო და გაყიდვების ოპერაციების სწორ, ზუსტ და დროულ წარმართვას.
პოზიციის მიზანია კომპანიაში ფინანსური დისციპლინის, სალარო ოპერაციების გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საქონლის რეალიზაცია FINA სისტემაში და გადახდების გატარება;
** გაყიდვების პროცესში დოკუმენტაციის (ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშფაქტურები) ფორმირება და მართვა;
** სალარო აპარატზე ჩეკების დაბეჭდვა და თვის ბოლოს სალარო ოპერაციების შედარება;
** სალაროს წიგნის წარმოება და ფინანსურ განყოფილებასთან დღის ანგარიშგება;
** მომხმარებლისთვის საგადასახადო დოკუმენტების დროული მიწოდება;
** ბანკის ტერმინალებთან და საბანკო გადახდებთან მუშაობა;
** კორპორატიული კლიენტების დავალიანების კონტროლი და პერიოდული კომუნიკაცია მათთან;
** ზეთის შეცვლების, დისტრიბუციის და სერვისის ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** საბაჟო დეკლარაციების რეესტრის წარმოება და ბუღალტერიასთან ინფორმაციის შეთანხმება;
** აუდიტისთვის საჭირო საბუთების შეგროვება და ატვირთვა შესაბამის პლატფორმებზე;
** უფროსის დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;
** საწყობთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში საქონლის გატარება საწყობიდან/საწყობში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მოლარე-ოპერატორის ან ბუღალტრული ოპერაციების მიმართულებით;
** სალარო აპარატთან, საბანკო ტერმინალთან და ბუღალტრულ პროგრამებთან (FINA ან ERP) მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა, ზედნადები) მომზადების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) ფლობა;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი სიზუსტე;
** ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამშრომლობა სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ და პროფესიონალ გუნდთან;
** ტრენინგები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა და სხვა კორპორაციული ბენეფიტები;
** კარიერული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა GMC Motors-ის ფარგლებში;
** მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gmc.selfrecruit.ge/51b60da1-b379-4776-959e-32df35e4b9b9
|
|
|
|