|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							AQUASTOP |  
			| გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი |  
			| იტალიური კომპანია "KERAKOLL"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "AQUASTOP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. წარმომადგენლობის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ქიმიის, ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი, რეალიზაცია და ინსტალაცია. 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
 ** საპრეზენტაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა;
 ** პოტენციური დამკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
 ** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება და მონიტორინგი;
 
 ვაკანსიის მოთხოვნებია:
 
 ** უმაღლესი განათლება;
 ** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
 ** საოფისე პროგრამების ცოდნა.
 
 უპირატესობად ჩაითვლება:
 
 ** სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
 ** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
 
 პიროვნული მახასიათებლები:
 
 ** კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე;
 ** თვითპრეზენტაციის უნარი;
 ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
 ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ** დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** ანაზღაურებას საბონუსე სისტემით;
 ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
 ** თავისუფალ სამუშაო გრაფიკს.
 
 დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე aquastop@mail.com-ზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სპეციალისტი.
 |  |  |  |