|
დასახელება:
დაცვის / უსაფრთხოების უფროსი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის / უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შრომისმოყვარე კადრს დაცვის/უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე, რომელსაც დაექვემდებარება სამი ობიექტი (თბილისსა და კახეთში).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვის სამსახურის მუშაობის კოორდინაცია;
** დაცვის პერსონალის მართვა, გრაფიკის დაგეგმვა და დისციპლინის კონტროლი;
** შიდა უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** ვიდეომონიტორინგი და სიგნალიზაციის სისტემების რეგულარული კონტროლი;
** ინციდენტებზე დროული რეაგირება და პრევენციული ზომების მიღება;
** თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დაცვის ან უსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** უსაფრთხოების სისტემებისა და ვიდეომონიტორინგის ტექნიკური ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება რუსულს);
** კარგი ფიზიკური მომზადება და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
ანაზღაურება: შეთანხმებით
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიუმებს და დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: ts.kirkitadze@gmail.com
მეილის თემად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — დაცვის / უსაფრთხოების უფროსი.
|
|
|
|