|  
		
			| დასახელება: 
				პრომო გოგო |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							3D Painter |  
			| გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი |  
			| კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე. 
 "3D Painter" - სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი, გთავაზობს შესაძლებლობას იმუშაო კრეატიულ გარემოში და განვითარდე გაყიდვების მიმართულებით!
 
 რას გთავაზობთ:
 
 ** სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი
 ** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი ან გალერია თბილისი
 ** სამუშაო დღეები: კვირაში 3 ან 4 დღე (შეთანხმებით)
 ** სამუშაო საათები: 5 სთ და 30 წთ დღეში
 ** სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
 ** ანაზღაურება დღიურად: პირველი ცვლა: 35₾-50₾, მეორე ცვლა: 40₾-55₾
 
 შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება:
 
 ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა;
 ** გაყიდვების განხორციელება და დახმარება შერჩევაში;
 ** პროდუქციის სტენდებზე ლამაზად და მოწესრიგებულად განთავსება;
 ** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა.
 
 ვის ვეძებთ:
 
 ** კომუნიკაბელურ, მხიარულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
 ** ვისაც უყვარს კონტაქტი ხალხთან და უყურებს საქმეს პასუხისმგებლობით;
 ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია (სასურველია დამატებითი ენებიც);
 ** მოწესრიგებული, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
 
 თუ თვლი, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გადმოაგზავნე შენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com. Subject ველში მიუთითე: Promo Girl.
 
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გასაუბრებაზე შემოწმდება უცხო ენის ცოდნა.
 
 არ გაუშვა შანსი - გქონდეს შემოსავალი და გამოცდილება ერთად!
 |  |  |  |