Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თელავი, თელავი მოლი
გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე და გაყიდვების განვითარებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების სრულად დაცვა;
** მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი;
** ფილიალში ყველა რგოლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში ტექნიკის განლაგების, დახლების, ფას-მაჩვენებლების, ინვენტარის, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური მხარის სრულად კონტროლი;
** სრული საფინანსო კონტროლი, ნაღდი და უნაღდო ფულადი მიმოცვლის მონიტორინგი;
** საწყობის სრული კონტროლი;
** საწყობის დროული მომარაგება მისამართებზე მისაწოდებელი ნივთებით;
** პროდუქციის კონტროლი გადაზიდვა/დისტრიბუცია კომპანიის საწყობებში, სავაჭრო ობიექტებში და მომხმარებლებთან;
** განსაზღვრულ მისამართებზე დოკუმენტაციის მომზადება კონკრეტული მანქანების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე