|
დასახელება:
ტენდერი: სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები
|
| მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის რუსთავის ფილიალის სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავის, მეგობრობის გამზ. 20, ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 231.4 მ2
შესასრულებელი სამუშაო მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება სს "ხალიკ ბანკი საქართველოს" ვებგვერდზე (http://www.halykbank.ge).
განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 03.11.2025წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.
სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 04.11.2025წ. 17:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.
|
|
|
|