|
დასახელება:
სიმულაციური ცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება);
** გრაფიკი/დრო: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 10:00 საათიდან 17:40 საათამდე);
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
ძირითადი მოვალეობები:
** სიმულაციური ცენტრის სწავლების და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების პროცესის გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** შესაბამის ერთეულთან კონსულტაციით, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ცხრილის მომზადებაში ჩართულობა და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** სიმულაციური ცენტრის ლაბორანტების სამუშაო პროცესის მეთვალყურეობა;
** სიმულაციური ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაცია, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** OSCE-ის პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ლექტორების მხრიდან მეცადინეობაზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
** სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება სასწავლო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office;
** ინგლისური ენა -B2 (მეტყველება, წერა).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 01 ნოემბერი.
|
|
|
|