|
დასახელება:
Cash & Carry-ს ფორმატის პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ზოომარტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 38 საცალო ფილიალს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას Cash & Carry-ს ფორმატის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** Cash&Carry-ის პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა → ბიუჯეტირება → გაშვება → ოპერირება);
** ობიექტის გახსნის პროცესის კოორდინაცია (ბრენდინგი, დიზაინი, სივრცის მოწყობა, ლოჯისტიკა, ტექნიკური ინტეგრაციები);
** ასორტიმენტის ფორმირება ბაზრის ანალიზის, მოთხოვნის და გაყიდვების პროგნოზირების საფუძველზე;
** ფასდაკლებების სქემის შემუშავება;
** საოპერაციო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პროექტის სტრუქტურისა და საჭირო ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების შედეგების შეფასება და ანგარიშგება.
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება ან ეკონომიკა);
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (საცალო/საბითუმო/FMCG/Cash&Carry სფეროში);
** Excel-ისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა (ბაზისური ანალიზი/ანგარიშგებები);
** გუნდის მართვის, პროცესების სტრუქტურირების და ოპტიმიზაციის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და სტრუქტურირებულობა;
** ნოვატორული აზროვნება და ბაზრის ტენდენციების აღქმა;
** სწრაფად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა;
** ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
** ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Cash & Carry-ს ფორმატის პროექტის მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|