|
დასახელება:
TOR - გარე სივრცის დიზაინისა და მოწყობის სამუშაოები
|
| მომწოდებელი:
მწვანე ბორჯომი
|
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
ტექნიკური დავალება (TOR) - გარე ეკო-საგანმანათლებლო სივრცის დიზაინისა და მოწყობის სამუშაოების შესრულება
პროექტი: დაბა მანგლისსა და ქალაქ ახალციხეში არსებული იდეათეკების ეკოსაგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით აღჭურვა
დამკვეთი: გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომი"
დაფინანსება: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF)
შესრულების ადგილი: დაბა მანგლისისა და ქალაქ ახალციხის იდეათეკების ეზოები
შესრულების ფორმა: გარე ეკო-საგანმანათლებლო ელემენტების დიზაინი, დამზადება და მონტაჟი
შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღე
ზოგადი ინფორმაცია
პროექტი "დაბა მანგლისსა და ქალაქ ახალციხეში არსებული იდეათეკების ეკოსაგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით აღჭურვა" ხორციელდება ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომის" მიერ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია იდეათეკების ეკო-საგანმანათლებლო რესურსებით გამდიდრება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ინტერაქტიული და ვიზუალური სწავლის საშუალებებით.
დავალების მიზანი
დავალების მიზანია მანგლისისა და ახალციხის იდეათეკების ეზოებში მოეწყოს ვიზუალურად მიმზიდველი, შემეცნებითი და დასასვენებელი გარე სივრცეები, რომლებიც წაახალისებს გარემოსდაცვით სწავლებას, დაკვირვებასა და ინტერაქციას ბუნებასთან.
ამოცანები
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს:
** საინფორმაციო და საგანმანათლებლო დაფების დიზაინი, დამზადება და მონტაჟი;
** დასასვენებელი ელემენტების (სკამები, მცირე ამფითეატრი და სხვა) კონცეფციის შემუშავება, დიზაინი და დამზადება მდგრადი მასალებით;
** ვიზუალური მასალის მომზადება;
** სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება ადგილზე.
გარე სივრცის ელემენტების აღწერა
** საინფორმაციო დაფა
- განთავსდება ორივე იდეათეკის ეზოში;
- ასახავს ხის მიწისქვეშა ნაწილის ეკოლოგიურ მნიშვნელობას (მიკროორგანიზმების ჰაბიტატი, წყლის ფილტრაცია, ნიადაგის გამაგრება,
- ფესვების სისტემა და ა.შ.);
- მოიცავს ილუსტრაციებს და მოკლე განმარტებით ტექსტებს ქართულ ენაზე;
- დაფა უნდა იყოს მდგრადი, მყარი და ვიზუალურად მიმზიდველი.
** დასასვენებელი სივრცე
- მოეწყობა ორივე იდეათეკის ეზოში;
- მოიცავს სკამებს შემეცნებითი ელემენტებით (მაგ., ბუნების სიმბოლოებით, ფორმებით ან გარემოსდაცვითი გზავნილებით);
- დიზაინი უნდა იყოს მორგებული არსებული სივრცის ზომასა და სტრუქტურას;
- გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალები.
** თემატური ელემენტები ახალციხის იდეათეკაში
- საინფორმაციო დაფა-სკამი: საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკით,
სადაც მონიშნული იქნება ბორჯომის, ჯავახეთისა და ერუშეთის დაცული
ტერიტორიები;
- მცირე ამფითეატრი: განკუთვნილი გარე აქტივობებისა და გაკვეთილებისთვის;
o ტევადობა: დაახლოებით 10-15 მოსწავლე;
o მასალა: ხე ან სხვა ბუნებრივი, გამძლე მასალა;
o ფორმა: ნახევარწრიული ან ტერასული, სივრცის ბუნებრივ კონფიგურაციაზე მორგებული. ყველა დიზაინი და გამოყენებული მასალები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან დამზადებისა და მონტაჟის დაწყებამდე.
საბოლოო შედეგი
შესრულების შედეგად უნდა მივიღოთ:
** ორი მოწყობილი, ესთეტურად და ფუნქციურად გამართული გარე საგანმანათლებლო სივრცე;
** საინფორმაციო დაფები ხარისხიანი ვიზუალური დიზაინით;
** დასასვენებელი და შემეცნებითი ზონები, რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების პრაქტიკულ სწავლას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შემსრულებელს უნდა ჰქონდეს:
** გარე ინტერაქტიული ინსტალაციის დიზაინის ან სივრცითი დაგეგმვის გამოცდილება;
** გრაფიკული და საინფორმაციო დიზაინის უნარები;
** სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო ან საზოგადოებრივ სივრცეებთან დაკავშირებულ პროექტებში;
** ტექნიკური რესურსი და გუნდი სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად.
საკონტაქტო ელფოსტა: greenborjomi@gmail.com
|
|
|
|