Робота для біженців з України
საინჟინრო სამსახურის სპეციალისტი/სამედიცინო აპარატურის ინჟ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო სამსახურის სპეციალისტი/სამედიცინო აპარატურის ინჟ.
მომწოდებელი: ლინორი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
კომპანია "ლინორი" არის საქართველოს სამედიცინო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში, რომელიც ოპერირებს 2009 წლიდან. კომპანია ემსახურება საქართველოს მასშტაბით ყველა ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკასა და ლაბორატორიას, ასევე ქირურგიული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულების სამედიცინო დაწესებულებებს. შპს "ლინორი" არის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი სამედიცინო მასალებისა და დანადგარების მწარმოებლის- COOK Medical-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში, ასევე ახორციელებს Oosafe-ისა და სხვა მრავალი სამედიცინო მწარმოებლის პროდუქციის დისტრიბუციას.

ვაცხადებთ ვაკანსიას საინჟინრო სამსახურის სპეციალისტის (სამედიცინო აპარატურის ინჟინერი) თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატურის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა - მათი ტექნიკური მდგომარეობის მიმდინარე კონტროლი. მონტაჟი/დემონტაჟი, საგარანტიო და პოსტ გარანტიული სერვისი, სამედიცინო პერსონალისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება აპარატურის მოხმარებისა და მოვლის წესების შესახებ, აპარატურის კალიბრაცია; აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ შეტყობინების მიღებაზე დროული რეაგირება, პრობლემის დიაგნოსტირება და მის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით;
** კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება სამედიცინო აპარატურის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების შეკვეთასთან დაკავშირებით.
** გაწეული მომსახურების შესახებ პროტოკოლით გათვალისწინებული აქტების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ ელექტრიკოსის ან ბიოსამედიცინო ინჟინრის სპეციალობით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი (2000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა 1 ნოემბრამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: linorivacancy@gmail.com. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე