Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კორსო იტალია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
მოლარე-კონსულტანტი | Corso Italia

"Corso Italia" გთავაზობს იტალიური ელეგანტურობისა და თანამედროვე მოდის შერწყმას. ჩვენი გუნდი ქმნის გამორჩეულ მომხმარებლურ გამოცდილებას და ახლა გვინდა, შენც ამ ოჯახის ნაწილი გახდე!

შპს "აი სი არ ტრეიდი", "კორსო იტალია"-ს ბრენდში აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: ₾1100-₾1300 (ხელზე ასაღები საშუალო მოცულობა, ფიქსირებული + ბონუსი)

მიმდინარედ ვაკანტური ლოკაცია:

** ქ. თბილისი, პეკინის გამზ.#25
** სითი მოლი საბურთალო
** ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", ც. დადიანის 7.

ასევე "კორსო იტალია"-ს ბრენდი წარმოდგენილია სხვადასხვა ლოკაციაზე, ზოგადად ამ პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ ბმულზე მოცემული კითხვარი სასურველი მისამართებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და პრეზენტაცია;
** მომხმარებლის მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება და მომხმარებლის კონსულტირება;
** პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში ჩართულობა;
** სალაროსთან მუშაობა და შესაბამისი პროცედურების ზუსტად შესრულება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

რას ვეძებთ შენში

** კომუნიკაბელური, ენერგიული და ორგანიზებული ადამიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია უცხო ენის (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

რას გთავაზობთ ჩვენ

** სტაბილურ სამსახურს დინამიკურ და მეგობრულ გუნდში;
** მოტივაციურ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებზე დამყარებული);
** პროფესიულ განვითარებას მოდის სფეროში;
** სამუშაო გარემოს, სადაც შენი ენერგია და პოზიტივი დაფასდება.

როგორ უნდა შეიტანო განაცხადი შეავსე ფორმა ბმულზე: გადადი ფორმაზე და აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე