Робота для біженців з України
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორის საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ბრენდების სტრატეგიული პოზიციონირება და განვითარების გეგმის მართვა
** მარკეტინგის წლიური ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა და მართვა;
** KPI-ების დადგენა, მარკეტინგის შედეგების გაზომვა
** ბრენდების პლატფორმებისათვის კონტენტის, საკომუნიკაციო ინფორმაციის შექმნა, განახლება და მონიტორინგი
** ბრენდების გაყიდვების გეგმების შემუშავების პროცესში, შესაბამისი დამუშავებული ინიციატივების წარდგენა
** მარკეტინგის ეფექტურობის გაზომვა, მარკეტინგული ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით
** ბრენდის პოზიციონირება და ცნობადობის გაძლიერება - კომპანიის იმიჯის განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება
** პარტნიორებთან ურთიერთობა - ეფექტური თანამშრომლობა სარეკლამო სააგენტოებსა და მედია პარტნიორებთან, ხელშეკრულებების მართვა და კონტროლი
** კომპანიის წარდგენა გამოფენებსა და კონფერენციებზე
** გუნდის მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** MS OFFICE პროგრამების ცოდნა
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონის ფლობა
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 113დ.
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება:კვალიფიკაციის შესაბამისად შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი"

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე