Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი / დაცვა - თეთრიწყარო, სოფ. ასურეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი / დაცვა
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
შპს "აშენდი აგრო საქართველო" ეძებს შესაბამის კადრებს უსაფრთხოების თანამშრომლის/დაცვის პოზიციაზე.

პირობები:

ადგილმდებარეობა:თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი.
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი ცვლა, 3 დღეში ერთხელ;

პასუხისმგებლობები:

** უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ტერიტორიაზე მოძრაობის კონტროლი;
** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** დაცვის აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

მოთხოვნები:

** გამოცდილება დაცვის სფეროში (წარსული გამოცდილება მეღორეობის კომპლექსებში ჩაითვლება უპირატესობად);
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " დაცვა "რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აშენდი აგრო საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე