დასახელება:
საპროექტო დეპარტამენტის ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საპროექტო დეპარტამენტის ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** წყალმომარაგება - წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო / სამშენებლო სამუშაოების რესურსული (13 გრაფიანი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
** სატენდერო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მომზადებული რესურსული (13 გრაფიანი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა / შეთანხმება;
** სამშენებლო სამუშაოების პროცესში წარმოდგენილი ცვლილების სახარჯთაღრიცხვო ნაწილის განხილვა / შეთანხმება;
** სამშენებლო სამუშაოების პროცესში ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი ფასის განხილვა / შეთანხმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; პრიორიტეტულია - სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერია, სახარჯთაღრიცხვო მიმართულება;
** მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის ხარჯთაღმრიცხველის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|
|
|
|