Робота для біженців з України
სამშენებლო ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** შანსს დაიწყო და განავითარო თავი იქ, სადაც დიდ გამოცდილებას კი არ გთხოვენ, არამედ გაძლევენ - თანაც კონკურენტულ ანაზღაურებასთან ერთად;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კვარტალში ერთი DayOff -ის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე; (გამოსაცდელი ვადის შემდგომ)

სამშენებლო კომპანია "ადლი"- ში ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს სამშენებლო ხარისხის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი;
** სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნახაზებთან;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობრივი მაჩვენებლების გაზომვა, შედარება პროექტთან და შესაბამისი წესით რეპორტინგი;
** სამშენებლო მასალების (ბეტონი, ინერტული მასალები და სხვ.) ვიზუალური და საბაზისო ხარისხის შემოწმება;
** ლაბორატორიული ტესტირების შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტური თანხვედრის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ხარისხის კონტროლის შიდა რეგლამენტებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, ტექნოლოგიური ხარვეზებისა და ხარისხის სტანდარტების დარღვევების იდენტიფიცირება, შესაბამისი აღრიცხვა და რეპორტინგი;
** იდენტიფიცირებული დარღვევების გამოსასწორებლად, ხელმძღვანელთან შეთანხმებით სამუშაო ჯგუფისთვის რეკომენდაციების მიცემა და გამოსწორების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა თანამდებობასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით (განიხილება თუნდაც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** სამშენებლო კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
** პროგრამების - Microsoft Suit, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის მინიმალური გამოცდილება (განიხილება სტაჟირება გავლილი კანდიდატიც)

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
** დავალებების გაცემისა და სამშენებლო პროცესების ხარისხზე ორიენტირებული მართვის უნარი;
** დავალებების გაცემისა და შესრულების კონტროლის უნარი;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2025წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე