დასახელება:
ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
|
მომწოდებელი:
Lion Trans
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
კომპანია "LION TRANS"-ს აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 16:00-01:00 სთ, შაბათი კვირა დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა, სამუშაოს დელეგირება/კონტროლი და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და სუპერვიზია, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება;
** დეპარტამენტის ეფექტურობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების და გეგმების შემუშავება;
** კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება/დანერგვა;
** ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების უწყვეტად და გამართულად წარმართვა, მუდმივი განვითარებისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;
** საზღვაო გადაზიდვების სწორი ორგანიზება და პროცესის ზედმიწევნით შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** გადაზიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** ტრანსპორტირების მარშრუტების, ვადებისა და შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტინგი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის მონიტორინგი, საწყობებთან კოორდინირებული და შეუფერხებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ლოჯისტიკური და საოპერაციო პროცესების პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** პრობლემური საკითხებისა და ინციდენტების განხილვა და დროული რეაგირება;
** დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე ლოჯისტიკის ან/და საოპერაციო მიმართულებით;
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B2/C1).
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდურად მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
** დაქვემდებარებულების მართვისა და სწავლების უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|