დასახელება:
ადვოკატი
|
მომწოდებელი:
Lekishvili & Patieshvili
|
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
იურიდიული ბიურო "Lekishvili & Patieshvili - Civil Law" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი
** დოკუმენტების მომზადება (სარჩელები, შუამდგომლობები, განცხადებები, ადმინისტრაციული საჩივრები და სხვ.)
** მონაწილეობა სასამართლო სხდომებზე
** ადმინისტრაციულ ორგანოებთან სამართლებრივი კომუნიკაცია
** კლიენტებთან შეხვედრები, საქმეების სტრატეგიის შემუშავება და მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ადვოკატის მოწმობა (სასურველია)
** სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდილება (აუცილებელია)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ტექნიკური და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი (აუცილებელია)
** ინგლისური ან სხვა უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
ანაზღაურება და პირობები:
ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მხედველობაში მიღებით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი (სასურველია)
** ადვოკატის მოწმობის ასლი (სასურველია)
** რეკომენდაციები (არსებობის შემთხვევაში)
დაკავშირება:
გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელფოსტაზე: Info@Civillaw.ge
|
|
|
|