Робота для біженців з України
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: საქველმოქმედო ფონდი აი ია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ რეაბილიტაციის ცენტრი " აი ია", რომელიც მუშაობს სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან.

ჩვენი მიზანია ყოველი ბავშვის სრული პოტენციალის განვითარება ინტერდისციპლინური მიდგომით — ცენტრში წარმოდგენილია აუდიო-ვერბალური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა და არტ თერაპია, ასევე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამები.

ადგილმდებარეობა: ქ, თბილისი, ვაკე.
პოზიცია: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი
დასაქმების ტიპი: ინდივიდუალური კონტრაქტის პირობებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მეტყველების შეფასება და ინდივიდუალური თერაპიული გეგმების შედგენა;
** ბავშვის პროგრესის მონიტორინგი და დოკუმენტირება;
** მშობლებთან კონსულტაცია და მხარდაჭერა;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან (აუდიოლოგი, მეტყველების თერაპევტი, მუსიკისა და არტ თერაპევტი, ფსიქოლოგი) თანამშრომლობა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მეტყველების და კომუნიკაციის სირთულეებთან მუშაობაში;
** ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის პროფესიული უნარები;

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდში ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

მხარდამჭერ და პროფესიულად მზარდ სამუშაო გარემოს;
განვითარების შესაძლებლობას ინტერდისციპლინურ გუნდში;
ნახევარ განაკვეთზე დასაქმებას და მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoaiiafoundation@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 555758822

რეაბილიტაციის ცენტრი "აი ია" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე