Робота для біженців з України
საინჟინრო კომუნიკაციების პროექტების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო კომუნიკაციების პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო კომუნიკაციების პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** MEP სისტემების პროექტების სრულფასოვანი მართვა, დაგეგმვიდან ობიექტის ჩაბარებამდე;
** პროექტების ბიუჯეტის, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზების, სპეციფიკაციების) გადამოწმება და კოორდინაცია;
** პროექტში ჩართული მხარეების (კონსტრუქტორები, მომწოდებლები, დამკვეთები) მუშაობის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** ფორმა N2-ების შედგენა;
** სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, უსაფრთხოების ნომრებთან და რეგულაციებთან;
** ცვლილებების მართვა და ტექნიკური გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე მუშაობის (სასურველია საინჟინრო მიმართულებით);
** ტექნიკური ნახაზარების და საინჟინრო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** პროექტის დაგეგმვისა და კონტროლის თანამედროვე მეთოდების ცოდნა (AutoCad, Revit ან მსგავსი);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილების მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციაში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge

"სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე