Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=676184&print=yes&view=jobs
 
დოკუმენტბრუნვისა და არქივაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტბრუნვისა და არქივაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელემენტ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.

მსგავსი კომპლექსურობით, "ელემენტ ჰოლდინგი" საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.

"ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.elementholding.ge

"ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვისა და არქივაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 19:00-მდე (დღეში 1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა ტიპის დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი და რეგულარული განახლება (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა);
** დოკუმენტების ბაზაში აყვანა და სისტემატიზაცია კომპანიის მიერ გამოყენებულ სისტემაში - Signify;
** დოკუმენტების შესაბამის პირთან ხელმოსაწერად გაგზავნა და ხელმოწერების მონიტორინგი;
** კორესპონდენციის კოორდინაცია და დროული რეაგირება შესაბამის საკითხებზე;
** მიმდინარე პროექტებთან, ხელშეკრულებებთან, კორესპონდენციასთან და კომპანიის სხვა მასალებთან დაკავშირებული ელექტრონული და ბეჭდური დოკუმენტების:

- დახარისხება;
- დანომრვა;
- ორგანიზება;
- კატეგორიზაცია;
- განაწილება;
- უსაფრთხო შენახვა.

** დოკუმენტაციის მიღება, გავრცელება და შემდგომი კონტროლი;
** სენსიტიური დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მიღება-ჩაბარებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გადამოწმება და შედარება RS.ge-ზე, შესაბამისობის იდენტიფიცირება და შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** დოკუმენტაციის კონტროლის ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას დოკუმენტების სწრაფი მოძიება და გამოყენება;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებსა და გუნდებს შორის;
** გარე კომპანიებთან კომუნიკაციის ორგანიზება და ხელშეწყობა;
** რეგულარული რეპორტების მომზადება თითოეულ მიმართულებით და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელს და შესაბამის დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია დოკუმენტბრუნვის მიმართულებით სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურისა ან/და რუსული ენის ცოდნა;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ჰოლდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ჰოლდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია