Робота для біженців з України
ბუღალტერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეო სოლარ თექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ჩვენი მზის პანელების საწარმო აქტიურად ვითარდება და ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ ბუღალტერს ჩვენი ფინანსური გუნდის გასაძლიერებლად.

ადგილმდებარეობა: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლი #88
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა:
- შესყიდვების აღრიცხვა: მიღება-ჩაბარების აქტების, სასაქონლო ზედნადებების, მომსახურების ინვოისების მიღება, შემოწმება და დროული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
- გაყიდვების აღრიცხვა: გაყიდვის ინვოისების, მომსახურების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და გატარება, მათ შორის, RS.GE-ზე ელექტრონული ზედნადებების მართვა.
** 2. ფულადი სახსრების აღრიცხვა:
- სალარო ოპერაციები: სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაფორმება და აღრიცხვა.
- ბანკი: საბანკო ამონაწერების დროული გატარება საბუღალტრო პროგრამაში, გადარიცხვების კონტროლი და ასახვა.
** საგადასახადო ვალდებულებები
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო) მომზადებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება და მთავარი ბუღალტრისთვის მიწოდება.
- საგადასახადო ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლი.
** ადმინისტრაციული და სხვა მოვალეობები:
- ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიცირება და სათანადო წესით დაარქივება.
- საჭიროებისამებრ, ფინანსური მონაცემების მოძიება და ანგარიშების მომზადება მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად.
- მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საწარმოო სფეროში).
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Excel-ის კარგ დონეზე ფლობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** კვებას
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sofogelashvili123@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე