Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=676117&print=yes&view=jobs
 
AML სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: InexPay
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია "ინექს ფეი" აცხადებს ვაკანსიას AML სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

"InexPay"-ს აპლიკაციის დახმარებით, შეძლებთ სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები Inteliexpress-ის სისტემით, შეასრულოთ გადარიცხვები ევროპისა და აზიის საბანკო ანგარიშებზე, გადაცვალოთ ვალუტა და გადაიხადოთ გადასახადები.

www.inexpay.ge

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით)
გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი)

საქმიანობის აღწერა:

** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსება და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი ანგარიშგებების (CTR; STR) წარდგენა;
** კლიენტების შესწავლა და ანალიზი (CDD);
** ტრანზაქციების ონლაინ და ოფლაინ მონიტორინგის განხორციელება;
** საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი პორტალების მონიტორინგი და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
** პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მხარდაჭერა, KYP (Know Your Partner) პროცესით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/განახლების მიზნებისთვის;
** AML პროცესების შემუშავება და ოპტიმიზაცია; AML ამოცანების ფორმირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** AML პოლიტიკა/პროცედურების განახლება და იმპლემენტაცია;
** AML სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა, პრობლემური ქეისების მხარდაჭერა.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** საბანკო / საგადახდო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალი დონის ცოდნა;
** Excel-ის მაღალი დონის ცოდნა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: career@inexpay.ge.
სათაურში მიუთითეთ (AML სამსახურის უფროსი).

"ინექს ფეი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია