დასახელება:
კლინიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კლინიკების ქსელი "მედი" - ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ესთეტიკური მედიცინის ან/და სტომატოლოგიის სფეროს ცოდნა.
** გამოცდილება სამედიცინო მენტორობასა და სამედიცინო განათლებაში.
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე.
** სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო საქმიანობის მიმართულებით.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** განათლება უმაღლესი, აუცილებელია კლინიკური მენეჯერის სერტიფიკატი;
** სასურველია: სამედიცინო განათლება;
ძირითადი მოვალეობები:
** CRM სისტემაში ჩანაწერების კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** ექიმების დისციპლინის და სამუშაო სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა.
** ექიმების მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების ორგანიზება/მონაწილეობა.
** პროცესების და დავალებების მართვა, შესრულების მონიტორინგი.
** სამედიცინო eNPS (ჩართულობისა და კმაყოფილების ინდექსი) მაჩვენებლების კონტროლი და გაუმჯობესება.
** ადმინისტრაციულ და კლინიკურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების შესაბამისად 2500 - 3000 ლარი (NET) საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
** KPI-ებთან მიბმული ბონუსები და დამატებითი სარგებელი.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
** კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV, 2025 წლის 21 ნოემბრამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
https://medi.selfrecruit.ge/a61d453b-6d91-478a-851b-67425482a7b4
|
|
|
|