Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675865&print=yes&view=jobs
 
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: AMTS
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი).
** ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები).
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია