დასახელება:
საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას სდბპე ანალიზის და კონტროლის სამსახურის ანალიზის და საწარმოო საქმიანობის მიმართულების საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური/ელექტროტექნიკური/ენერგეტიკული განათლება;
** ანალოგიური სპეციალობით 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Windows, MS Project, MS Visio, SAP);
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** რუსული ენა - თავისუფალი ფლობის დონე;
** ქართული ენა - თავისუფალი ფლობის დონე.
საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტმა უნდა იცოდეს:
** საკანონმდებლო აქტები და საზოგადოების შიდა ნორმატიული დოკუმენტები /ლოკალურ-ნორმატიული აქტები, რომლებიც ეხება მუშაკის თანამდებობრივ მოვალეობებს;
** საქმიანი ურთიერთობის ნორმები;
** სამსახურებრივ და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის წესი;
** საზოგადოების საქმიანობის სპეციალიზაცია;
** დიდ მოცულობით ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომითი შინაგანაწესის წესები, შრომის დაცვის ნორმები და წესები, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესები, შრომის მართვის და ორგანიზაციის საფუძვლები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** უზრუნველყოფს ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ღონისძიებების, საწარმოო გეგმების შესრულების ანალიზს და მონიტორინგს და წინადადებების მომზადებას მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად.
** უზრუნველყოფს მონიტორინგის გეგმის შედგენას კალენდარული პერიოდისათვის, სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებას და მის შესრულებას.
** ახორციელებს ღონისძიებების ჩატარების ანალიზს და მონიტორინგს კანონების, სტანდარტების, ინსტრუქციების, ლიცენზიების, საზოგადოების ნორმატიულ-განკარგულებითი დოკუმენტების მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე ხელმძღვანელობის განკარგულებების და დავალებების, დებულებების, კოდექსების, პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი სავალდებულო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ბიზნეს-პროცესების ანალიზის ფარგლებში.
** ახორციელებს არგუმენტირებული, დასაბუთებული წინადადებების მომზადებას გენერალური დირექტორის, ან კორპორაციული განვითარების და საორგანიზაციო უზრუნველყოფის დირექტორის დავალებების შესრულების ფარგლებში ღონისძიებების ანალიზის და მონიტორინგის შესახებ.
** მონაწილეობს გარე აუდიტორული შემოწმებების და შიდა საკონტროლო ღონისძიებების (პოსტ კონტროლი) დარღვევების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუდიტში.
** გენერალური დირექტორის სპეციალური დავალებებით მონაწილეობს საზოგადოების ბიზნეს-პროცესების კომპლექსური და თემატური ღონისძიებების ანალიზში და მონიტორინგში.
** მონაწილეობს გეგმების, კოლეგიალური ორგანოების გადაწყვეტილებების კონტროლის განხორციელებაში, თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის, შიდა პროცედურების დაცვაში და დამალული საოპერაციო და მმართველობითი ნაკლოვანებების არარსებობაში.
** სამსახურის უფროსის დავალებით მონაწილეობს საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლში, რომლებიც საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ დაყენებულია კონტროლზე, ასევე აქციონერების ბრძანებების და დავალებების შესრულებაში, რომლებიც ეხება საზოგადოების ძირითად საქმიანობას და დავალებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია გენერალური დირექტორის თავმჯდომარეობით ჩატარებული თათბირების ოქმებში (გაფართოებული თათბირების გარდა).
** სამსახურის უფროსის დავალებით მონაწილეობს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაციის განზოგადებაში.
** მონაწილეობს სს "თელასის" საშემსრულებლო დისციპლინის და კორპორაციული კონტროლის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებაში, საზოგადოებაში საშემსრულებლო დისციპლინის, როგორც გარე, ასევე შიდა, მაჩვენებლების გაზრდასთან დაკავშირებული ზომების შემუშავებაში და რეალიზებაში.
** სამსახურებრივი ურთიერთობების ფარგლებში ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელების სხვა დავალებებს.
** სეწმეკში საპასუხო წერილების დროული გაგზავნის კონტროლი.
** უზრუნველყოფს სეწმეკისადმი საპასუხო წერილებში სს "თელასის" მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ვადების კონტროლს.
** უზრუნველყოფს სეწმეკისადმი საპასუხო წერილებში სს "თელასის" მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შემოწმებას (გონივრულ ვადაში ვალდებულებების შესრულების ვადების ამოწურვამდე).
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|