Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675802&print=yes&view=jobs
 
ვადაგადაცილებული სესხის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხის ექსპერტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის ექსპერტის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** გამართული მეტყველების უნარი,
** მიზანდასახულობა, მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით);
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორებთან დაკავშირება ტელეფონის საშუალებით;
** დებიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** დებიტორებთან შედეგიანი კომუნიკაცია გადახდაზე;
** მონაცემების შეყვანა და ანგარიშის წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

პირობები:

ადგილმდებარეობა: ა. წერეთლის 117
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (საშუალო ჯამური ანაზღაურება 1000 ლარიდან)
სამუშაო საათები: სრული
ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00 მდე

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ გარემოს.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: HR@pas.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია