Робота для біженців з України
ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ჰოლიდეის
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ტურისტული კომპანია "ჯორჯიან ჰოლიდეის" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, რვა სამუშაო საათი 09:00-18:00-მდე - 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი 2 თვე (თვეში 1000 ლარი).

ძირითადი მოვალეობები:

** ტურ-ოპერატორი ზრუნავს კომპანიის გაყიდვების გაზრდაზე, ახალი პარტნიორების მოძიებაზე და მათთან წარმატებული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე.
** წარმართავს მიმოწერას უცხოელ პარტნიორებთან.
** წერს, ითვლის და ანახლებს ტურისტულ პაკეტებს.
** აკონტროლებს მის მიერ გაყიდული ტურების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უცხოური ენების კარგად ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
** ტურისტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ტურისტული მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** სწრაფად მუშაობის უნარი.
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალების მიმართ ყურადღება.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ შეიძლება გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: finances@georgianholidays.com და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს https://Georgianholidays.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე