დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Panco
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი "Panco" რომელიც მაღალი ხარისხის, კომფორტულ და გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს ბავშვებს 0-14 წლამდე, დღესდღეობით წარმოდგენილია 400 -ზე მეტ ლოკაციაზე მთელ მსოფლიოში და რჩება საყვარელ არჩევნად ბავშვებისთვის და მშობლებისთვის. "Panco" ეძებს მოტივირებულ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მზარდი და წარმატებული კომპანიის ნაწილი.
ჩვენი ვებ-გვერდი კომპანიის ვებ-გვერდია https://www.panco.com.tr/
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება (09:45-18:00 ან 14:00 -22:00 ცვლაში)
ანაზღაურება: 13000-1500 ლარი + საბონუსე სისტემა
მდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთ" (ა. თვალჭრელიძის # 2)
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
თქვენი მოვალეობები:
** მომხმარებელთან თავაზიანი კომუნიკაცია და კონსულტაცია
** პროდუქციის განლაგება და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება
** სალაროსთან მუშაობა (საჭიროების შემთხვევაში)
** მარაგების მართვა და შევსება
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა
თქვენგან დაგვჭირდება:
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე panco.georgia@gmail.com.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|