Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675703&print=yes&view=jobs
 
ალუმინის საწყობების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ალუმინის საწყობების კოორდინატორი
მომწოდებელი: არქთრეიდი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/

კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ალუმინის საწყობების კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** იმპორტირებული პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** ადგილობრივად შესყიდული პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** წარმოებისთვის პროექტისთვის საჭირო ნედლეულის მიწოდება განშლის საფუძველზე;
** ძირითადი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების მოძრაობის კონტროლი;
** პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** სახარჯი მასალების ნაშთების მოძრაობის კონტროლი;
** საწყობის და საწარმოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა და მათი ნაშთების მინიმიზაციაზე ზრუნვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის განვითარებაზე ზრუნვა და ოპტიმიზაციის იდეების შემოთავაზება;
** საწყობის შუალედური საწყობების მონიტორინგი და მათი ნაშთების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (ბიზნესის ადმინისტრირება;)
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint)
** საბუღალტრო პროგრამა Superfin-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია