Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ლუდი და კრაფტი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კრაფტ ლუდის მაღაზია - "ლუდი და კრაფტი" სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

პოზიცია შეთავსებადია სტუდენტებისთვისაც.

ძირითადი მოვალეობები:

** ლუდის ჩამოსხმა და რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა;
** რეალიზაციის სამუშაო პროგრამაში აღრიცხვა/გატარება;
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

მდებარეობა: თბილისი, ბახტრიონის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: დღე გამოშვებით, დილის 11სთ-დან ღამის 11სთ-მდე (1 დღე მუშაობა 1 დღე დასვენება - კვრაში 3.5 დღე მუშაობა)
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: beerncraft@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე