Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის 140 (დიდუბის მეტროსთან).
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
** ხელოსნებთან/დიზაინერებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა და მიმდინარე სიახლეების შეტყობინება;
** მომხმარებლებთან ინტერაქცია და მათი საჭიროებების ანალიზი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამაში აღრიცხვა და დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, შეძენილი ან/და დარეზერვებული პროდუქციის მომხმარებელთან ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში;
** პერიოდულობით, შოურუმის აღწერაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, გათბობა-გაგრილების და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამები (MS Office).

პიროვნული თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე