დასახელება:
ოპერატორი,ოპერატორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სასაწყობე მეურნეობის სამსახურში - ოპერატორის, ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ ან 4 დღეში ერთხელ 24სთ
ანაზღაურება: 1500-1700 ლარი (Net-ხელზე ასაღები თანხა)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი - ფეიქრების ქუჩა N14
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული და გასული მასალების დოკუმენტური და პროგრამული აღრიცხვა ზედნადებების მიხედვით;
** ცვლის გადაბარება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** შემოსული მასალების დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება;
** მიღებული მარაგების დადგენილი სტანდარტის მიხედვით დასაწყობება;
** ფოლადის მილების გაცემა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** საწყობის მასალების აღწერისას ფოლადის მილებზე, ნაკეთობებზე, "აითმ კოდის" დატანა;
** დანაკარგებისა და მარაგების დაზიანებების გამოვლენა;
** მარაგების მიღება და დასაწყობება;
** მოთხოვნილი მასალებისა და ინვენტარის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** საშუალო და/ან ტექნიკური განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Ms Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge, ან დაგვიკავშირდით: 595 25 61 43.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|