დასახელება:
სუშის მზარეული
|
მომწოდებელი:
იოკო აზია
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
რესტორანი "YOKO" (ვაკე, ჭავჭავაძის 19) ეძებს სუშის მზარეულს!
ქსელის გაფართოების ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალებს სუშის მზარეულის პოზიციაზე (2 ვაკანსია).
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას
** დაზღვევას სამუშაო ადგილას დაზიანებებისა და უბედური შემთხვევებისგან
** ღამის ცვლისას ტრანსპორტირებას და კვებას კომპანიის ხარჯზე
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სამუშაო გრაფიკი: 5/2
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
** სუშის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და კალკულაციის მიხედვით
** ინგრედიენტების მარაგის კონტროლი
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების ზედამხედველობა
** სამზარეულოს მოწესრიგებულად და სანიტარულად შენარჩუნება
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება სუშის მომზადებაში
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე ზრუნვა
** სწრაფი რეაგირება შეკვეთებზე
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
CV გამოგვიგზავნეთ: glocalsolutionsgeo@gmail.com
Subject ველში მიუთითეთ: "სუშის მზარეული"
გაეცანი "YOKO"-ს სამყაროს - სადაც აზიური გემო თანამედროვე სტანდარტს ხვდება!
|
|
|
|