Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675499&print=yes&view=jobs
 
პოდკასტის თანაწამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოდკასტის თანაწამყვანი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"Mindor" ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპია

ჩვენ ვქმნით ჯანმრთელობის ახალ ხედვას, რომელიც გონება-სხეულის მედიცინას ეფუძნება.

ვეხმარებით ადამიანებს მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივ გაჯანსაღების გზებით (საკვები დანამატები და ციფრული სერვისები).

ვეძებთ "Mindor Podcast"-ის თანაწამყვანს დისტანციურ პოზიციაზე.

გრაფიკი: ნახევარი ან სრული განაკვეთი

რას გააკეთებ:

** შეისწავლი "Mindor"-ის კონტენტს (FB გვერდი: Mindor - Dr. Lasha Jakeli) მიდგომის სიღრმისეულად გასაგებად
** დაგეგმავ თემებს, კითხვებს ყოველი ახალი ეპიზოდისთვის
** ექიმ ლაშა ჯაყელთან ერთად პოდკასტის თანაწაყვანა
** სასურველია შეგეძლოს საბაზისო ედითინგი

კანდიდატის უპირატესობები:

** გაინტერესებს მეცნიერება, მედიტაცია, სუნთქვითი პრაქტიკები, საკვები დანამატები, ფსიქოსომატური ჯანმრთელობის მოდელი
** ხარ პოზიტიურად მოაზროვნე, ცნობისმოყვარე და სწრაფად შეგიძლია სწავლა
** გამოირჩევი გუნდურობით და ღია კომუნიკაციის უნარით
** ინგლისური მინიმუმ B2 დონე
** გაქვს გარკვეული მედია-კონტენტის შექმნის გამოცდილება

აუცილებელია:

** ფასეულობრივი თანხვედრა მინდორის მისიასთან და მიდგომასთან
** ვიდეოში გამოჩენის სურვილი სხვადასხვა სოც ქსელზე (YT, IG, FB, TT)
** გამართული მეტყველება ქართულად

შეთავაზება:

** იმუშავებ უშუალოდ ექიმ ლაშა ჯაყელთან, "Mindor"-ის დამფუძნებელთან
** სრულად დისტანციური სამუშაო
** ანაზღაურება გამოცდილებისა და ჩართულობის მიხედვით

შემოქმედებითი და ღრმა მისიის მქონე გარემო, სადაც შენი შრომა უამრავი ადამიანის კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას

განცხადების განხილვისთვის აუცილებელია მოგვწერო რამ დაგაინტერესა და რატომაა შენი კანდიდატურა პოზიციის შესაფერისი. ასევე შეგიძლია გამოგვიგზავნო შენი შექმნილი ვიდეო კონტენტი: info@mindor.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია