დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
MJ Management
|
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "ემჯეი მენეჯმენტი" 2023 წლის 4 სექტემბერს დაარსდა საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეფექტიანი და შედეგებზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გასაწევად.
პოზიცია: იურისტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა
** მორიგებული საქმეების მართვა
** აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (აუცილებელია)
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება
** გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** სადაზღვევო სამართლის ცოდნა (გამოცდილება ამ მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სამართლებრივი წერის კულტურა
** უცხო ენა: ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა)
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მაღალი ემოციური ინტელექტი
ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გადალახვის შემდგომ კანდიდატს დაენიშნება ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@mjmanagement.ge
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|