Робота для біженців з України
პრესელერი - სამეგრელო, გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი
მომწოდებელი: ელიტფუდი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ელიტფუდი" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.elitefood.ge FB: www.facebook.com/elitefoodgeorgia

კომპანია "ელიტფუდი" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის თანამდებობაზე (სამეგრელო-გურია)

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება: 2000-დან 2700 ლარი
** ოფისის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება აუცილებელია
** სამეგრელოს და გურიის რეგიონის კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია)
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 571 57 10 10

CV გამოაგზავნეთ elitefood222@gmail.com-ზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე