დასახელება:
კოსმეტიკის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს კოსმეტიკის კონსულტანტის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთა კონსულტირება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება;
** კონსულტირების უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული მომსახურების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 ოქტომბერი.
|
|
|
|