დასახელება:
ფარმაცევტის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს ფარმაცევტის თანაშემწის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლასთან ერთად დასაქმების ხელშეწყობას- ადაპტირებული სამუშაო გრაფიკი (6 ან 4 საათი);
** მხარდაჭერა გამოცდების პერიოდში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სააფთიაქო პროდუქციის მიღება და განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილას შენახვის პირობების გათვალისწინებით;
** გამოწერილი ფაქტურის მიხედვით სააფთიაქო პროდუქციის შეგროვება და ფარმაცევტისთვის მიწოდება;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** საკუთარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 ოქტომბერი.
|
|
|
|