დასახელება:
ექსპორტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
წყალი მარგებელი
|
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ საერთაშორისო კლიენტებთან ხელშეკრულებების ოპერატიული მენეჯმენტი;
** კლიენტთან შეთანხმებული/დამტკიცებული კვარტალური მარკეტინგული გეგმების დეტალური ანალიზი - გეგმის დეტალური ჩაშლის მიღება პარტნიორებისგან, მისი ანალიზი და განყოფილების ხელმძღვანელთან პრეზენტაცია;
** კლიენტისგან მიღებული შეკვეთების დამუშავება და ოპერაციების განყოფილებისთვის მიწოდება;
** არსებულ და პოტენციურ ბაზრებზე გაყიდვის ახალი შესაძლებლობების (ახალი პარტნიორები, პოტენციური მსხვილი კლიენტები) მოძიება;
** აქტიური თანამშრომლობა კომპანიის წარმომადგენლობ (ებ)ის დირექტორებთან და/ან რეგიონულ მენეჯერებთან, საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით არსებული ამოცანების შესრულების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ გამოფენების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** მონაცემთა დამუშავებისა და შესაბამისი პროგნოზების გენერირების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;
** ანალიტიკური უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|