Робота для біженців з України
პიარის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიარის სპეციალისტი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა ჰელსიკორს" ესაჭიროება პიარის სპეციალისტი თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად კვარტალური ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი და რეპორტინგი;
** PR სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** მედია საშუალებებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** პრესრელიზების, განცხადებების და სტატიების მომზადება;
** სოციალური მედიის იმიჯის მხარდაჭერა PR მიზნებთან შესაბამისად;
** ზედმიწევნით კარგად ფლობდეს ინფორმაციას კლინიკის სერვისების შესახებ;
** კლინიკის ვებგვერდის და სოციალური ქსელების მართვა;
** ახალი სერვისების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან ჟურნალისტიკაში;
** PR ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის გამართული უნარი როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად;
** შემოქმედებითი აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 31 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე