Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675331&print=yes&view=jobs
 
რესტორნის ცვლის უფროსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის ცვლის უფროსი
მომწოდებელი: Best Western Kutaisi
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
ქუთაისში მდებარე სასტუმრო "ბესტ უესთერნ"-ი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ცვლის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
** რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული კერძების პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** შეკვეთის მიღება, პროგრამაში ასახვა და დროული მიწოდება;
** სამუშაოს დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის და სამუშაო ადგილის მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ბესთ უესთერნ ქუთაისის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: administration@bwkutaisi.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია