Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675322&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სერვის ლაბ
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
შპს. "სერვის ლაბ" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ, სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან, მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქტებზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, ან/და სამოქმედო გეგმის შესახებ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2) ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგზე ორიენტირება.

ანაზღაურება: 1500 ლარი და ბონუსური სისტემით დამატებითი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: info@service-lab.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია