Робота для біженців з України
კონტენტ მეიქერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მეიქერი
მომწოდებელი: Symmetria
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"Symmetria" ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრების ქსელი უკვე 10 წელზე მეტია ეხმარება ადამიანებს დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე — ყურადღებით, გულისხმიერად და პროფესიონალურად.

გვინდა ჩვენს გუნდში შემოვიყვანოთ კრეატიული ადამიანი: კონტენტ მეიქერი.

1. კონტენტ მეიქერი

დაგვიკავშირდი თუ შენ:

** ხარ ენერგიული, შემოქმედებითი და კარგად ერკვევი თანამედროვე ტრენდებში;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია ქართულად და რუსულად;
** გაქვს გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებისთვის კონტენტის შექმნაში;

შენი ამოცანები იქნება:

** ვიდეო/ფოტო გადაღება/მონტაჟი და ტექსტური მასალების შექმნა სოც.ქსელებსა და საიტისთვის;
** ექიმებთან და პაციენტებთან ურთიერთობა კონტენტის მასალის შესაგროვებლად;
** ვიზუალური კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა;

პირობები:

** ონლაინ მუშაობა, გარდა თბილისის ფილიალებში ვიდეო/ფოტო გადაღებისთვის საჭირო დროის.
** ხელფასი: 1000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.symmetria.ge@gmail.com. მეილზე და სათაურში მიუთითეთ არჩეული პოზიციის დასახელება.

მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე