Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებ-გვერდს https://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "Lemons" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** შემომავალი, გამავალი ზარების განხორციელება, მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დამაჯერებელი და ეფექტური მეტყველება;
** გაყიდვების უნარი და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროექტების და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტაცია;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე