Робота для біженців з України
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"იმპოსტი ჰოლდინგი" 2010 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფლობს სრულ სამშენებლო ციკლს. ჰოლდინგი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** შპს "იმპოსტი" - სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები;
** შპს "იმპოსტი MEP" - საინჟინრო კომუნიკაციების სისტემების მონტაჟი და სერვისი;
** საპროექტო კომპანია "IMEP Project" - საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება;

ჩვენ ვეძებთ მარკეტინგის სამსახურის უფროსს, რომელიც იმუშავებს ჰოლდინგის მასშტაბით მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** ციფრული მარკეტინგული არხების ეფექტიანი მართვა: სოც. მედიის პლატფორმები, ვებგვერდი, SEO/SEM სტრატეგიები;
** ვიდეოპროდაქშენის, მედია-კონტენტის და სარეკლამო მასალების დაგეგმვა და სრული ციკლის ორგანიზება.
** საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია, მათ შორის სატელევიზიო და ინდუსტრიული ღონისძიებები;
** პარტნიორებთან ურთიერთობა - ეფექტური თანამშრომლობა სარეკლამო სააგენტოებსა და მედია პარტნიორებთან, ხელშეკრულებების მართვა და კონტროლი;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა - კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება.
** ბრენდის პოზიციონირება და ცნობადობის გაძლიერება - კომპანიის იმიჯის განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება.
** კომპანიის წარდგენა გამოფენებსა და კონფერენციებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური უნარები და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@IMPOSTI.GE.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე