Робота для біженців з України
ტენდერი ცისკოს ლიცენზიების შესყიდვის მიზნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ცისკოს ლიცენზიების შესყიდვის მიზნით
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 675173_CISCO_MERAKI_5276865.zip
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ცისკოს ლიცენზიების შესყიდვის მიზნით.

ცისკოს Meraki ლიცენზიების შესყიდვა

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს, კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (აღჭურვილობის ჩამონათვალი-შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან. შესასყიდი საქონლის რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში (შენიშვნა: ერთეულის ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ).

Cisco Meraki MX 65 და Cisco Meraki MX 67 advanced security 3 წლიანი ლიცენზიაბის მოწოდება უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 1 დეკემბერს.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ: contact@sos-kd.ge ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ "ცისკო MERAKI".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე