დასახელება:
ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
MSF Group
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებში. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკის ხელმძღვანელის დახმარება სატვირთო მანქანების მუშაობის ორგანიზებაში;
** სატვირთო მარშრუტების დაგეგმვა სატვირთო მანქანების ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით;
** სატრანსპორტო მონაცემების აღრიცხვა;
** ავტოპარკის დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** მძღოლებთან და ლოჯისტიკის დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის;
** სატრანსპორტო ხარჯების, რემონტებისა და დაზღვევის კონტროლში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ ან ტექნიკურ სფეროში;
** Excel-ისა და Word-ის საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური დეტალების გაგების უნარი (სატვირთო მანქანების ტიპები, დეტალები, მარშრუტები);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
** სატვირთო მანქანის ავტონაწილების ცნობა.
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
** მდებარეობა: ფოთი, ვაჟა ფშაველას 66
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე msf.vacancy@msf.ge Subject-ში მიუთითეთ: "ავტოპარკის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
|
|
|
|