Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თბილისი: 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საკომუნიკაციო სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
** ოპერატიული მონიტორინგი;
** რეზერვირების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - ქსელის ადმინისტრატორი".

ტესტირების და გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე